შაბათი 24, აგვისტო 2019

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა

12, ივლისი 2019 17:24:00

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე  მემორანდუმი გაფორმდა. მათ შორისაა საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს შორის დადებული ხელშეკრულება. დოკუმენტს ხელი დავით საგანელიძემ და ბანკის წარმომადგენელმა მოაწერეს. დოკუმენტი მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს.ასევე ხელი მოეწერა კიდევ ერთ საფინანსო შეთანხმებას , რომლის შედეგადაც საქართველო ევროკავშირისგანს დაახლოებით 19 მილიონ ევროს დახმარებას მიიღებს. თანხები საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების განმტკიცებას მოხმარდება. მათ შორისაა გარე აუდიტის ეფექტურობის გაუმჯობესება.


დღის ამბები