12, ივლისი 2019 20:35:00
სოციალურად დაუცველი ოჯახი ხელვაჩაურიდან. ცეცხლაძეები დაზიანებულ სახლში ცხოვრობენ, ბზარებთან ერთად კი ყოველდღიურად საფრთხეც მატულობს. წვიამიან ამინდში საცხოვრისში წყალი ჩადის, შესაკეთებალად თანხა არ აქვთ, ოჯახის წევრებს კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. რატომ არ ეხმარება უკიდურესად გაჭირვებულებს სახელმწიფო?
ეს სოფელ მასაურაში მცხოვრები ცეცხლაძეების მრავალშვილიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლია. შენობაზე ბზარები ყოველდღიურად მატულობს.
დაზიანებულია შენობის სახურავი და იატაკი. ოჯახი ხელვაჩაურის მერიას დახმარებას სთხოვს.
აქ განსაკუთრებით გაუსაძლისი მდგომარეობა წვიმიან ამინდში იქმნება, როცა სახლის კედლებიდან წყალი ჟონავს. იტბორებო შენობის პირველი სართულიც.
შენობაზე ბზარები რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, ამას კი ოჯახი საცხოვრისის სიახლოვეს განვითარებულ მეწყრულ პროცესს უკავშრებს.
ცეხლაძეების ძირითადი შემოსავალი სოციალური დახმარება და მხედველობის გარეშე დარჩენილი ოჯახის უხუცესი წევრის პენსიაა. ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ ბავშვებსაც. თანხა მხოლოდ მედიკამენტებისთვის ყოფნით.
საცხოვრისის სახურავის შეკეთებისთვის მუნიციპალიტეტმა ხარჯები ვერ გაიღო, რადგან აქ აცხადებენ, რომ ცეცხლაძეების სარეიტინგო ქულა პროგრამის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ოჯახს ხელვაჩაურის მერია ფინანსურად წელს მხოლოდ ერთხელ დაეხმარა.
ხელვაჩაურის მერიაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ცეცხლაძეების სახლს ბზარები სიძველის გამო, გაუჩნდა და მისი მდგრადობა შესაბამისმა კომისიამ უნდა შეისწავლოს, რისთვისაც ოჯახმა მუნიციპალიტეტს განცახდებით უნდა მიმართოს.