კვირა 18, აგვისტო 2019

ქმედითია თუ არა ამაგი - შუამავალი სოფელსა და ხელისუფლებას შორის

12, ივლისი 2019 20:25:00

რეგიონის მასშტაბით შექმნილი 45 ამაგი და დახარჯული 75 ათას ლარამდე თანხა. იმისთვის, რომ  სოფლად მცხოვრებლების პრობლემები და საჭიროებები ხელისუფლებისთვის მიეწვდინათ, -  აქტიურ მოქალაქეთა გაერთიენებები 3 წლის ჩამოყალიბდა. მაცნე დაინტერესდა, რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ინიციატივა. ჩვენ გავარკვიეთ, რომ  მოსახლეობა ინფორმაციას არ ფლობს, მთავრობა კი საკითხების გადაჭრაზე არ ზრუნავს. 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანება, ე.წ „ამაგი“ სამი წლის წინ იმ მოტივით ჩამოაყალიბა, რომ სოფლის პრობლემები და საჭიროებები მოსახლეობას ადგილზე განესაზღვრა და მათ მოსაგვარებლად ინიციატივები დაესახელებინა. ასეთი გაერთიანებების დაფუძნებიდან,რამდენიმე წლის შემდეგ მთაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას არ ფლობს, უფრო მეტიც, ამბობენ, რომ  პრობლემები ხელისუფლებისთვის ისედაც ცნობილია, თუმცა მოგვარებაზე არავინ მუშაობს.
სამინისტრომ, აჭარის მასშტაბით 45 ამაგის ჩამოსაყალიბებლად, 2016 წელს,73 ათას 980 ლარი დახარჯა. აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებები, რომლებიც მოსახლეობის მიერ წარდგენილი, ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტდა, აგროსერვისცენტრის ტენდერით  ააიპ „განვითარების აკადემიამ“ ჩამოაყალიბა. სამუშაო ჯგუფებს, არც ფინანსური რესურსი გააჩნია და არც მატერიალური. 
ქედაში მოქმედი კიდევ ერთი აქტიური ამაგი „ბეთლემია“. თავმჯდომარე ამბობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე მოსახლეობამ სოფლებში საწამლი აპარატები, ვაზისთვის სპეციალური ბოძები და სხვა საჭიროებები სამინისტროსგან უკვე მიიღო.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ამაგების ჩამოყალიბების მიზანი, სოფლის და მეურნეობის განვითარებაა. მათ  მიერ, წარმოდგენილი პრობლემები, კომპეტენციის მიხედვით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, მოსაგვარებლად დოკუმენტის სახით ეგზავნებათ.
45 -დან, ქედაში - 6, ქობულეთში - 13, შუახევში-4, ხელვაჩაურში - 15 და ხულოს მუნიციპალიტეტში7 მოქმედი ამაგია. აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას სულ 677 წევრი ჰყავს.