ორშაბათი 26, აგვისტო 2019

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ისტორიაში ტარდება

15, ივლისი 2019 17:14:00

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას ისტორიაში, ორ სესიად აბარებენ.  ბათუმის ორივე საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 95%- მდე აპლიკანტი გამოცხადდა. აღნიშნულ საგანში გამოცდა  2 საათი და 30 წუთი გრძელდება.  წელს ქვეყნის მასშტაბით 41ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.   აქედან  4 ათას 384 აჭარაში.