15, ივლისი 2019 17:08:00
ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ბულვარის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთობლივი პროექტი პირველადი სამედიცინო ყუთების ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებას ითვალისწინებს. სულ 30 ყუთი განთავსდება, სადაც გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები იქნება შენახული. საჭიროების მქონე პირს დახმარებას რეფერალურ ჰოსპიტალში გადამზადებული მოხალისე გაუწევს. მხოლოდ მათ ეცოდინებათ სამედიცინო დახმარების ყუთის სპეციალური კოდი.