ორშაბათი 26, აგვისტო 2019

მეუფე სპირიდონი: ევროპაში ინცესტი დაკანონებულია

15, ივლისი 2019 20:49:00

სხალთელი ეპისკოპოსი, რომელიც სკანდალურ განცხადებებს არ ერიდება. მეუფე სპირიდონი თვლის, რომ რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება ფარისევლობაა და რომ  ევროპაში ინცესტი დაკანონებულია. ქადაგებისას სასულირო პირმა ლგბტ თემის წარმომადგენლები  სიძულვილის ენით მოიხსენია.

მეუფე სპირიდონი „გარყვნილებასა და ცოდვაში“ პროდასავლურ ორიენტაციას გულისხმობს, „ჩრდილოეთის მათრახში“ კი - რუსეთს. 
მეუფის თქმით, რუსეთის ოკუპანტად მოხსენიება ფარისევლობაა და ამაზე სისტემატურად საუბარი მართლმადიდებლების დაპირისპირებისკენაა მიმართული.
სხალთელ ეპისკოპოსის მტკიცებით, პუტუნის მიერ გაკეთებული განცხადება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესახებ, ქართველების ცოდვების სასჯელია. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ფიქრობს, რომ განცხადება ქართველი ერის პროდასავლური საფრთხეებისგან გადარჩენას ემსახურება.
სასულიერო პირმა, ლგბტ თემის წარმომადგენლები ქადაგებისას სიძულვილის ენით მოიხსენია. დასავლური ღირებულებების გაზიარებას, ცოდვის მონობა და გარყვნილების პროპაგანდა უწოდა. სპირიდონმა, მრევლს რამდენჯერმე განუცხადა, რომ ამერიკაში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ერთსქესიანთა ქორწინებასთან ერთად, ინცესტიც დაკანონებულია, რაც ტყუილია.
მეუფე სპირიდონის თქმით, საქართველოში ბრძოლობს ორი ძალა: დასავლეთი, რომელიც მტრობს ზნეობას და რუსეთი, რომელიც ცდილობს დაიცვას ის კანონმდებლობის ფარგლებში. 
სასულიერო პირი გაბუნიას მიმართვასაც შეეხო და თქვა, რომ მართლმადიდებელ ქვეყნებს ეშმაკი აგინებს. მისი თქმით, რუსეთი 
მეუფე სპირიდონმა, ქვეყანაში არსებული საფრთხეების შესახებ, ხიჭაურის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში იქადაგა და რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვები „ღმერთმა აპატიოს პუტინს“.

რა შეფასებები მოჰყვა მის ფრაზებს საპატრიაქოს, ფილოსოფოსების, მესამე სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან? ვნახოთ ხატია გოგრაჭაძის სიუჟეტი 

სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და ადამიანის უფლებების დაცვის საწინააღმდეგო ნარატივები 
სიძულვილის ენის შემცველი და ადამიანის უფლებების დაცვის საწინააღმდეგო ნარატივები ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს - ასე ფიქრობენ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტში. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობის წახალისება ხდება. მითია ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს ევროპაში ინცესტი დაკანონებულია.
ფილოსოფოსის შეფასებით, მსგავსი განცხადებები სახელმწიფოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგება და არასოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
სხალთელი ეპისკოპოსის სკანდალურ განცხადებებზე დღეს ეპარქიაში დამატებითი განმარტება არ კეთდება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კი გვითხრეს, რომ სასულიერო პირის ქმედების საჯაროდ შეფასებამდე, გარკვეული ტიპის შიდა პროცედურებია გასავლელი. 
ორგანიზაცია „გირჩის“ წარმომადგენლის შეფასებით, საპატრიარქო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მთავრობა კი, თავის მხრივ, სასულიერო პირებს გარკვეული შეხედულებების ფორმირებისთვის იყენებს.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ყველას აქვს აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის სასულიერო პირებსაც. დეპუტატ ცოტნე ანანიძის თქმით, მეუფის ქადაგება სახელმწიფოებრივ დონეზე არ უნდა განვიხილოთ, რადგან მას არ შეუძლია ქვეყნის ინტერესებზე, რაიმე ტიპის ზეგავლენის მოხდენა.
მეუფე სპირიდონი ქადაგებისას სკანდალურ განცხადებებს არ ერიდება. იგი ცნობილია პრორუსული განწყობით და ხშირად სიძულვილის ენასაც იყენებს.

ახლა კი მოვისმინოთ, რას ფიქრობენ მოქალაქეები სხალტელი ეპისკოპოსის განცხადებებზე. მოსახლეობა ფიქრია დავლაძემ გამოკითხა.