03, აპრილი 2017 17:01:00
თურქეთის ქალაქ ბურსაში 310 ათასი თურქული ლირის ძარცვისათვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ძარცვა ქუჩაში მოხდა და სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ქალბატონს, რომელსაც ნაღდი ფული ბანკიდან სამსახურში გადაჰქონდა, სამი მამაკაცი დაესხა თავს და ჩანთა გამოსტაცა, რომელშიც ფული იდო. ძარცვის შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ჯერ-ჯერობით ერთი მძარცველი, 39 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს, დანარჩენი ორის ვინაობას კი ახლა არკვევენ.