ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

საკრებულოში რივიერას საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა

16, ივლისი 2019 17:22:00

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, „რივიერას“  ტერიტორიის განაშენიანების საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. მოქალაქეებმა სხდომაზე ბათუმის კონცხზე ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს. მათი თქმით, პროექტი ერთჯერადად მომგებიანია და სამომავლო პერსპექტივა არ გააჩნია, მეტიც, ამბობენ რომ პროექტის განხორციელება ქალაქს საფრთხეს უქმნის. ხმაურის გამო სააკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა. მოქალაქეებმა ნაციონალურ მოძრაობას შეახსენეს, რომ ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია თავის დროზე მათ მიერ გასხვისდა. უმრავლესობამ, სხდომის განახლების შემდგომ, რივიერას პროექტის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების გადაწყვეტილება, ხმაურის ფონზე, ერთხმად მიიღო. ოპოზიციამ, კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღო.


დღის ამბები