შაბათი 24, აგვისტო 2019

ქუჩები ბათუმში, სადაც ზებრა გადასასვლელს ვერ შეხვდებით

16, ივლისი 2019 20:38:00

წაშლილი ზებრა გადასასვლელები ქალაქში- ინფრასტრუქტული პრობლემა რომელზეც ბათუმის თვითმმართველობა ვერ რეაგირებს. ხარვეზიგახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი ხდება.  მძღოლებ და ქვეითად მოსიარულეები რამდენიმე ქუჩაზე  საკითხის დროულად გადაჭრას ითხოვენ.

ეს ხიმშიაშვილისა და  პუშკინის ქუჩების კვეთაა. ადგილი, სადაც ავტოსაგზაო შემთხევები ხშირად ფიქსდირდება. ამ აბრის მიხედვით, ქვეითს გზის გადაკვეთა შეუძლია, თუმცა ასფალტზე ზებრა გადასასვლელი არ არის დახატული.
თაყაიშვილის და პუშკინის ქუჩების კვეთაში კი ზებრა გადასასვლელი შეუმჩნეველია, რადგან საღებავი თითქმის წაშლილია. მოქალაქეები მოუწესრიგებელი ინფრასტრუტურის შედეგად შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ. 
ინფრასტრუტურული ხარვეზი ბათუმის თითქმის ყველა ქუჩაზეა, მათ შორის შემოერთებულ ტერიტორიებზეც. მოქალაქეები ვერ იხსენებენ, აქ ზებრა გადასასვლელები ბოლოს როდის მოხატეს.
ნახევრად წაშლილი და თითქმის შეუმჩნეველი ზებრა გადასასვლელები დისკომფორტს განსაკუთრებით მძღოლებს უქმნის. 
პრობლემურია ისიც, რომ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ე.წ. ზებრას საერთოდ არ ხატავენ. ქვეითებისთვის გადასასვლელი ზოლი შავი ფერი ქვითაა გამოყოფილი, რომელიც წვიმიან ამინდში შეუმჩნეველია. 
ირკვევა, რომ ქალაქში ზებრა გადასასვლელების დახატვისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. ბათუმის მერიაში იმედოვნებენ, რომ განმეორებითი შესყიდვის შედეგად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. 
კეთილმოწყობის სამსახურის გარდა, ქალაქში ზებრა გადასასვლების მოხატვის ვალდებულება ბათუმის მერიის კიდევ ერთ ორგანიზაციას აქვს. სამუშაოების შეუსრულებლობას „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ უამინდობას უკავშირებენ.
ზებრა გადასასვლელების მოხატვითვის ბათუმის ავტოტრანსპორტს წელს 230 700, ხოლო კეთილმოწყობის სამსახურს 406 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.


დღის ამბები