17, ივლისი 2019 17:20:00
მეთორმეტე დღეა საბერძნეთში, 16 წლის ქართველ გოგონას ეძებენ. გაუჩინარებული არასრულწლოვნის მშობლები ქობულეთში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ უცხოეთში მათი შვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ისინი მომხდარს ოჯახურ კონფლიქტს უკავშირებენ. არასრულწლოვნის ძიების საქმეში ჩართულია საბერძნეთის ძალოვანი სტრუქტურა სამსახური. პარალელურად მიმართეს საქართველოს საელჩოს საბერძნეთში.