22, ივლისი 2019 10:01:00
ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო თბილისშია.
რივალდო აჭარაბეთის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „არენა“ ჰქვია. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში ქართველი ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
რივალდო დღეს 17:30 საათზე რივალდო ქუთაისში გამართავს პრეს-კონფერენციას.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას და გავხდი „ადჯარაბეტ.ცომ-ის სპორტის ამბასადორი“. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, - განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.