22, ივლისი 2019 10:05:00
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს გასაუბრებას გაივლის სამი კანდიდატი: საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მასთან გასაუბრების პროცესი 10:30 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე მაია ვაჩაძე, მასთან გასაუბრება 14:00 საათზე ჩაინიშნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე, რომელთანაც გასაუბრება 17:00 საათზეა ჩანიშნული.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 ივლისსაც გაგრძელდება. საბჭო წევრები შემდეგ სამ კანდიდატს გაესაუბრებიან.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი უკვე გაიარა 9 კანდიდატმა, ესენი არიან : ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი გოგიაშვილი, მირანდა ერემაძე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.