კვირა 22, სექტემბერი 2019

აჭარის მაღალმთიანეთში 30 საჯარო სკოლა პირველკლასელის გარეშე დარჩა

23, ივლისი 2019 17:18:00

108 საჯარო სკოლა წელს პირველკლასელის გარეშე დარჩა.რეგიონებს შორის ამ კუთხით ლიდერობს მაღალმთიანი აჭარა  შუახევის მუნიციპალიტეტის 10 , ქედის 1 ,  ხულოს მუნიციპალიტეტის 8 და ხელვაჩაურის 11 საჯარო სკოლაში ,  2019-20  სასწავლო წლისათვის არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა.    პირველკლასელების გარეშე დარჩა ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლა, ამბროლაურის – 6 საჯარო სკოლა. დუშეთის –  7 საჯარო სკოლა; სამცხე-ჯავახეთის 10 საჯარო სკოლა. გაცილებით დიდია ისეთი სკოლების რიცხვი, სადაც წელს მხოლოდ  1-დან 10-მდე პირველკლასელი იქნება.  არსანიშნავია ისიც, რომ საჯარო სკოლებში დოკუმენტაციის დროულად წარუდგენლობის გამო, მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ,  რეგისტრაცია  1371 ბავშვს გაუუქმდა,  აქედან  982-მა განმეორებითი რეგისტრაცია  გაიარა.


დღის ამბები