23, ივლისი 2019 20:45:00
ღია ცის ქვეშ , სხვისი დახმარების იმედად დარჩენილი ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. დავითაძეების საცხოვრებელი სახლის ძირითადი ნაწილი გუშინ ხანძრის შედეგად დაიწვა. განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მერიაში ვერ ამბობენ, დაეხმარებიან თუ არა დაზარალებულებს, რადგან ჯერ მდგომარეობის შესწავლას გეგმავენ. თინათინ ჭკუასელი არკვევდა, რა ბედი ელის 8 წევრიან ოჯახს?
ორთაბათუმში დავითაძეების საცხოვრებელ სახლს ხანძარი გუშინ დილით გაუჩნდა. დამწვარია შენობის ძირითადი ნაწილი. დაზარალებულები, რომელთა შორისაც ერთი მცირეწლოვანი ბავშვია ახლობლებმა და მეზობლებმა შეიფარა.
შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
დავითაძეები წლებია, რაც ხელვაჩაურის მერიას სახლის დაზიანებული სახურავის შესაკეთებლად დახმარებას სთხოვდნენ. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სახურავიდან ჩამოსული წვიმის წყლის შედეგად, მწყობრიდან გამოსულმა სადენებმა გამოიწვია.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს ფულად დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუწევენ, თუკი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი 5 ათას ლარზე ნაკლებს შეადგენს. სხვა შემთეხვაში მდგომარეობა სამთავრობო კომისიამ უნდა შეისწავლოს. რაც შეეხება საცხოვრებლის თუნუქით გადახურვას, უწყების პრესსამსახურში გვითრხრეს, რომ თურმანიძეებს პროგრამისთვის საჭირო სარეიტინგო
ხელვაჩაურის მერიაში ვერ აკონკრეტებენ რა დრო დასჭირდეება ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახის მდგომარეობის შესწავლას.