კვირა 22, სექტემბერი 2019

12 მასწავლებელი, რომელიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვარშავაში გაემგზავრებიან

23, ივლისი 2019 20:30:00

12 მასწავლებელი, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვარშავაში გაემგზავრება. პედაგოგები თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში გადამზადდებიან. რა მიმართულებებს მოიცავს სწავლება  და რაშ დაეხმარება კურსი სფეროს წარმომადგენლებს? ფიქრია დავლაძე გიამბობთ 

მერაბ დიასამიძე 23 წელია მახუნცეთის საჯარო სკოლაში ფიზიკას ასწავლის. იგი იმ 12 მასწავლებელიდან ერთ-ერთია, რომელმაც კონკურსში გაიმარჯვა და ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სტაჟირებას გაივლის. პედაგოგის მიერ გაკეთებული საინტერესო ცდებით 40-მდე მოზარდი დააინტერესდა, თუმცა ფიქრობს, რომ ამ კუთხით კიდევ ბევრია აქვს სამუშაო. 

ნინო ქათამაძე ბიოლოგია, იგი სტაჟირებისგან საინტერესო სიახლეებს ელოდება. პედაგოგობის 20 წლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საგნის განვითარების გარეშე მოსწავლეების მობილიზება შეუძლებელია. ამბობს, რომ ბიოლოგია-როგორც სიცოცხლის შემსწავლელი ახალგაზრდებისთვის საინტერესოა. 

სახალისო აქტივობები და ინოვაციური ტექნოლოგიები მონოტორულ რეჟიმში მიმდინარე გაკვეთილების ნაცვლად - სწორედ ეს არის პრიორიტეტული მაგდანა ხაბაძისთვის. ისიც გამარჯვებულ მასწავლებლებს შორისაა. ფიქრობს, რომ 21 საუკუნის თაობას უფრო მეტი უნარი აქვთ გუნდური მუშაობის, რაც სამუშაო პროცესსაც აადვილებს.

ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ბუნების მეტყველების პედაგოგები კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში სექტემბერში წავლენ. ისინი ერთი კვირის განმავლობაში როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობასაც გაივლიან. 

აჭარის განათლების ფონდის მიერ მასწავლებელთა გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით ყოველწლიურად ხორციელდება. წელს პროგრამაში 12 პედაგოგია ჩართული.


დღის ამბები