24, ივლისი 2019 17:12:00
იმისათვის, რომ რეგიონში ტურისტული სეზონი არ ჩავადრეს ენმ ხელისუფლებას, ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს. ოპოზიცია თვლის, რომ ბოლო წლებში მიზანმიმართულად გაზარდა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, რაც რისკებს შეიცავდა. 2012 წლის შემდეგ კი ტურისტული პროექტები ფაქტობრივად ჩავარდა. ენმ-ს ინფორმაციით 19 მილიონ ლარზე მეტი მხოლოდ მარკეტინგისთვის დაიხარჯა, ტურიზმის განვითარების კუთხით კი არაფერი შექმნილა. პარტიის წევრები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაუყოვნებლივ დაიწყოს შესაბამისის ინფრსასრუქტურის შექმნა, ტურისტული პოგრამების განხორციელება, სამიზნე ქვეყნების უკეთ შესწავლა და სარეკლამო კამპანიების წარმართვა . ასევე კულტურული თუ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა.