24, ივლისი 2019 17:04:00
გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ფეტსივალის დაძმობილებული ფესტივალი „ბათუმის ცის ქვეშ“, ცენტრალური კოლონადებთან 5 საათზე გაიმართება, ფესტივალის იდეა იტალიელ დირიჟორს ლორენცო ტაციერის და ინგა ჯახუტაშვილს ეკუთვნის. პროექტში სიჩუანის ფილარმონიული ორკესტრი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საორკეტრო ჯგუფი და ბათუმის მუსიკალური ცენტრის წამყვანი სოლისტები არიან ჩართული. გენუის ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალი ქ. გენუის მუნიციპალიტეტის ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში იმართება.