24, ივლისი 2019 20:35:00
მალე ბათუმში კიდევ ერთი რეაბილიტირებული ტაძარი იქნება. საუბარია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიაზე. სამუშაოები უკვე დაწყებულია. რა ისტორიას ინახავს სამლოცველო, რომელსაც ფონდი „ქართუ“ 700 ათას ლარს დაახარჯავს?
წმ. თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ეკუთვნის. 700 თასი ლარის ღირებულების სამუშაოებს კი საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი აფინანსებს. სრულ რეაბილიტაციას , 2 წელი დასჭირდება.
ტაძარი აქ მე-19 საუკუნეში ააგეს. შენობა სამლოცველოს ფუნქციას გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ინარჩუნებდა. ეკლესია საბჭოთა პერიოდში სპორტულ დარბაზად გადააკეთეს. დღეისათვის კი ის საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია. რეაბილიტირებული ეკლესიისთვის პირველი წმ. თეოდორე აჭარელის ხატი უკვე დაწერილია.
იგეგმება ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციაც. აღდგება რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიც. პროექტები აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ეკუთვნის.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ფონდი „ქართუ“ 3 მილიონ ლარს გამოყოფს.