24, ივლისი 2019 20:30:00
28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. ,,ვიპოვოთ დაკარგული მილიონობით ადამიანი“- ეს 2019 წლის მთავარი სლოგანია.როგორია სტატისტუკური მონაცემები ვირუსით ინფიცირების? და რა პროგრამებს ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადების პრევენციის მიზნით?
წლევანდელი სლოგანი ,,ვიპოვოთ დაკარგული მილიონობით ადამიანი, ცოდნა, პრევენცია, ტესტირება, მკურნალობა, ელიმინაცია“- ყოველი 10 -დან იმ 9 ადამიანის გამოვლენას გულისხმობს, რომლებმაც არ იციან რომ ვირუსით არიან ინფიცირებულები.
ბ, ან ც ჰეპატიტით მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ვირუსი ყოველწლიურად მილიონ 340 ათასი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. აჭარაში სკრინგის ჩატარება იუსტიციის სახლებში, პოლიკლინიკებსა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებშია ჯამში სულ 61 დაწესებულებაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს. დღეის მდგომარეობით მკურნალობა რეგიონში 3000-მა ბენეფიციარმა დაასრულა.
2018 წლის 1 აგვისტოდან დღემდე აჭარაში C ჰეპატიტზე გამოკვლეულია 47 ათას 322 პირი. 2020 წლისათვის კი რეგიონში 200 ათასი მოქალაქის სკრინინგი იგეგმება.