25, ივლისი 2019 17:12:00
ბათუმის ბულვარს, განაშენიანების გეგმა ექნება. ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. განაშენიანების გეგმა მოიცავს ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის შენარჩუნება – აღდგენას მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. პროექტი სამ ნაწილს მოიცავს: კონკურსის დასრულების შემდეგ, საპროექტო დოკუმენტაციას, დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია ჩაიბარებს..