15, იანვარი 2017 11:44:00
ბათუმის მერია სხვადასხვა ქუჩაზე მანიშნებლებს დაამონტაჟებს. უწყებამ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, ირკვევა, რომ ამ ეტაპზე 100 ნიშნულის შესყიდვაა დაგეგმილი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 500 ლარი გამოიყო. უწყების კეთილმოწყობის სამსახურში განმარტეს, რომ აბრები ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე განთავსდება, იქ სადაც დღემდე ქუჩის აღმნიშვნელი წარწერები არ არის, ასეთი ადგილები კი ტურისტულ ქალაქში მრავლადაა. კეთილმოწყობის სამსახურის თავარი სპეციალისტის ოთარ გორგილაძის თქმით, ნიშნულების დამონტაჟების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძროს ბრიგადებს მისამართებზე მისვლა აღარ გაუჭირდებათ.