26, ივლისი 2019 20:55:00
არასრულწლოვანთა ქორწინების კიდევ ერთი ფაქტი ამჯერად ბათუმში. 17 წლის ასაკში შემქნილი ოჯახი, რომელსაც ნათესავები ტრადიციებით ხნიან. ფაქტის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე დაიწყო. ხატია გოგრაჭაძე მუშაობდა თემაზე, რომელიც არკვევდა რას აკეთებს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად, რა საფრთხეებზე საუბრობენ ფსიქოლოგები და რა რეკომენდაციები აქვთ მესამე სექტორში ?
არსრულწლოვანთა ოჯახის წევრები „TV 25“-ის გადამღებ ჯგუფს სიტყვიერად დაუპრისპირდნენ. აგრესიული საუბრისას აღნიშნეს, რომ საკითხი მხოლოდ ამ ოჯახის გადასაწყვეტია და ჩარევის უფლებას არავის მისცემენ. რატომ დაუშვეს ბავშვთა ქორწინება? მშობლები ამაში გასაკვირს ვერაფერს ხედავენ და მაიჩნიათ, რომ ეს ტრადიციის ნაწილია.
სკოლის დირექტორი ამბობს, მშობლის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, მოზარდი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზიდან რამდენიმე დღის წინ ამოირიცხა. სკოლა პასუხისმგებლობას ოჯახს აკისრებს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები კანონმდებლობის სუსტ მხარეებზე საუბრობენ. „ილაქანის“ ხელმძღვანელი არაეფექტურ მიდგომებზეც საუბრობს.
ფსიქოლოგები კი პრობლემას შემორჩენილი ტრადიციებითა და სექსუალური განათლების არცოდნით ხსნიან. ქეთი დევაძის თქმით, ნაადრევი ქორწინება, ხშირად განქორწინებით სრულდება.
იურისტის განმარტებით, ქორწინება მხოლოდ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, სახელმწიფო 16 წელს გადაცილებულ, ზრდასრულ ასაკს მიუღწეველთა ქორწინებას, საზოგადოებისთვის ღია შეფასების საგნად ტოვებს. ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მეტწილად გამოძიების ინტერესი მხოლოთ იძულებითი ქორწინება ხდება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფაქტის შესახებ ჩვენი მაუწყებლის საშუალებით გაიგო. ცოტნე ანანიძე, ამბობს რომ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ან სხვა რაიმე დანაშაულის გამორიცხვის მიზნით შესწავლა დაიწყო. დღეს, თემაზე სასაუბროდ აჭარის განათლების სამინისტროში, მზად არ აღმოჩნდნენ. რესურსცენტრში კი გვითხრეს, რომ სკოლის დირექციის პოზიციას იზიარებენ და დამატებით შეფასებისგან თავს იკავებენ. აჭარაში, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 270 წყვილის თანაცხოვრება, რომლებმაც ნაადრევ ასაკში შექმნეს ოჯახი, განქორწინებით დასრულდა.