26, ივლისი 2019 20:45:00
ხელვაჩაურში გამაგრილებელი სასმელის ქარხსნის გახსნა იგეგმება. ტერიტორია, რომელზეც ობიექტი უნდა აშენდეს, დღეს მთავრობას გადაეცა. კომპანიამ კი სანაცვლოდ ადგილზე 24 თვის ვადაში 30 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ახლა პროექტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამ ტერიტორიაზე გამაგრილებელი სასმელების საწარმოს გახსნა იგეგმება. ამისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული 55 521 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა. საკითხს ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელ სხდეომაზე ხმაური მოყვა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსტრო პირდაპირი მიყიდვის წესით ტერიტორიას ''ქართული წყლის კომპანიას'' გადასცემს. შესრულდეს. 24 თვის ვადაში 30 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელება - ეს ის პირობაა, რომელიც მეორე მხარემ სანაცვლოდ უნდა შეასრულოს, ასევე აუცილებელია 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება და არანაკლებ 100 მოქალაქის დასაქმება.
ინვესტიცია მისაღებია , თუმცა ინიციატივა საეჭვოდ მიაჩნია ოპოზიციას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელის განცხადებით, კომპანიას, შესაბამისი გამოცდილება არ აქვს, რადგან ის ერთი თვის წინ დაარსდა. თემურ დიასამიძე პროექტის ჩავარდნის საფრთხესაც ხედავს.
„უსაფუძვლო და ცარიელ ადგილას წარმოქმნილი პრობლემაა“-ასე აფასებს ოპოზიციის ბრალდებას ხელვაჩაურის მერი. ჯუმბერ ვარდმანიძე მიიჩნევს, რომ ამით სახელმწიფო არაფერს კარგავს, გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში 30 მილიონი ლარის ინვესტიცია
ახლადდაფუძნებული კომპანია „ზედაზენის“ შვილობილია .რატომ ანდობს აჭარის მთავრობა ახლადდარეგისტრირებულ კომპანიას საინვესტიციო პროექტს - აჭარის ეკონომიკის სამინისტროში მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს, სადაც ნათქვამია რომ
პროექტის მიხედვით გამაგრილებელი სასმელების ქარხანა მეჯინისწლის ტერიტორიაზე 18 თვეში უნდა აშენდეს.