26, ივლისი 2019 20:40:00
ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა. ცვლილებებს დღეს მხარი ერთხმად დაუჭირეს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.განხორციელდება 7 ახალი პროექტი. აშენდება ახალი საბავშვო ბაღი. დღესვე ,საკრებულოს სდხომაზე ითქვა, რომ შესაძლოა დაწესდეს ტარიფი წყლის მოხმარებაზე.
ხელვაჩაური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შემოსავლის ნაწილში 243 095 ლარით გაიზარდა. 424 016 ლარით მოიმატა ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითიმა ნაწილმაც, რაც მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ 7 ახალ პროექტს უნდა მოხმარდეს. ესენია 1 ჭაბურღილის, 2 სტადიონის. სამი შიდა სასოფლო გზების და 10 000 ლარის ღირებულების ერთი ფერდსამაგრი სამუშაო. ცვლილებას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე შესაძლოა მალე ტარიფები დაწესდეს. ინიციატივა დღევანდელ სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა გაახმოვანა. სიახლე შეეხება, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირეებს. რა თანხა იქნება გადასახადი წყლის მოხმარებისთვის ჯერჯერობით უცნობია. ხელვაჩაურის მერის თქმით, ტარიფების დაწესებამდე მუნიციპალიტეტში წყლის სისტემა სრულად მოწესრიგდება.
დღევანდელ სხდომაზე ახალშენში ახალი საბავშო ბაღის მშენებლობაზეც იმსჯელეს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 400 ათასი ლარია . საგანმანათლებლო დაწესებულება 250 ბავშვზეა გათვლილი. ობიექტი იმ საბავშვო ბაღის ნაცვლად აშენდება, რომლისთვისაც 900 ათასი ლარი უკვე იყო გათვალისწინებული.
დეპუტატებმა დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის 2019 წლის მუშაობის და ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს.