შაბათი 24, აგვისტო 2019

დასვენება გაუმართავი გზისა და გაზრდილი შუქის გადასახადის ფონზე

29, ივლისი 2019 20:40:00

კურორტ ბეშუმში კი ამორტიზებული გზისა და ელექტროენერგიის   მიწოდების პრობლემაა.  პროტესტს იწვევს ჩაბნელებული კოტეჯები და მოუწესრიგებელი ინფრაქტრუქტურა , მომატებულია ფასები სერვისებზე და საკვებ პროდუქტებზე. ეკატერინე ბარამიძე არკვევდა, რატომ გაიხსნა ოფიციალურად კურორტი თუ იქ დასვენებისთვის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. 

აჭარის მთის ყველაზე ცნობილ კურორტს დამსვენებლები, გასული წლების მსგავსად წელსაც გაუმართავი გზით უკავშირდებიან. ვიზიტორების პირველ პროტესტსაც სწორედ, ეს ავარიული საავტომობილო მაგისტრალი იწვევს. 

მიუხედავად იმისა, რომ  სეზონი ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, სახლების უმრავლესობა დაკეტილია, შესაბამისად დამსვენებლების ნაკლებობაც შეინიშნება. ნათელა ბასილაძის თქმით, წელს სახლებზე ქირის საფასური მომატებულია, რაც შეეხება  პროდუქტსა და ბოსტნეულს, ხელმისაწვდომ ფასად იყიდება.    

ბინის ქირის პარალელურად, წელს ათი ლარით გაიზარდა ელექტრო ენერგიის საფასურიც. ბეშუმის ადმინისტრაციის საზღვრებში მოქცეული 80, ხოლო საზღვრებს გარეთ არსებული კოტეჯების საფასური 60 ლარს აღწევს. გაზრდილი ტარიფის პარალელურად, დამსვენებლები ელექტროენერგიის პრობლემაზეც საუბრობენ. 

ბავშვებისთვის აქ გასართობი ატრაქციონებია მოწყობილი, რაც შეეხება სრულწლოვნებს მათთვის რაიმე სახის გასართობი ადგილები არ არის. 

სეზონზე იმუშავებს სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები, არის ამბულატორიაც, სადაც დროებით მაცხოვრევლებს ,ოჯახის ექიმი 24 საათიან სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. პერსონალი არამარტო კურორტს, მის მიმდებარედ არსებულ იალაღებსაც ემსახურება.

დამსვენებლებისგან განსხვავებით, არსებული სერვისებით კმაყოფილია ბეშუმის ადმინისტრაცია. აიპის დირექტორი აცხადებს, რომ მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა, მოეწყო გარე განათებები, სანიაღვრე არხები, სასმელი წყლის სისტემა. რაც შეხება ელექტრო ენერგიის ტარიფის ზრდას, აღნიშნავს, რომ გასულ წელს დანახარჯი დიდი იყო, საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება კი, ერერგო კომპანიამ  ხულოს თვითმართველობასთან ერთად მიიღო. 

მოთხოვნილებიდან გამომდინარე ბეშუმის საზღვრები ფართოვდება. მას შემდეგ, რაც ახალი საზღვრები დადგინდება, სახლის მოსაწყობად თავისუფალი მიწის შეძენა, ხულოს თვითმართველობის მიერ დადგენილი ტარიფებით იქნება შესაძლებელი.   


დღის ამბები