პარასკევი 20, სექტემბერი 2019

მშენებარე კორპუსიდან ჩაწყვეტი ლიფტის შედეგად მოქალაქეები დაშავდნენ

29, ივლისი 2019 20:50:00

გაუმართავი ლიფტი მშენებარე კორპუსში, რომლის ჩაწყვეტის შედეგად  3 ადამიანი დაშავდა.  მოქალაქეები მკურნალობას გადიან.  შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მომხდარს იძიებს.  თინათინ ჭკუასელი  რატომ ფუნქციონირებდა ობიექტზე კონსტრუქცია, რომელსაც ექსპლუატაციის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნდა?

მშენებარე კორპუსში ჩაწყვეტილ ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა. სამი  მათგანი სხეულის  მოტეხილობებით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულები უცხოეთის მოქალაქეები არიან. მედიკოსების თქმით მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

აღსანიშნავია ისიც , რომ ინციდენტის შემდეგ ობიექტზე სამუშაოები არ შეჩერებულა. დაცვის თანამშრომლის თქმით ლიფტის ვარდნა სავარაუდოდ გადაჭარბებულმა წონამ გამოიწვია.

დაშავებული 2 მამაკაცი და ერთი ქალია. როგორ მოხვდნენ დაუსრულებელ ობიეტში ისინი,  კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. სამუშაოებს შპს„გრანდ სითი“  აწარმოებს.

ადგილზე მყოფი მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების თქმით,  ლიფტების უსაფრთხოებას  მონიტორინგს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უწევს. აღნიშნულ უწყებაში კი მხოლოდ წერილობით გვიპასუხეს, სადაც ნათქვამია,  რომ კომპანიას ლიფტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ნებართვა არ ქონდა.

ფაქტის შესასწავლად  ობიექტზე დღეს არც პროფკავშირების წარმომადგენლები შეუშვეს. ლევან გურგენიძის თქმით ლიფტში  მოქალაქეებთან ერთად სამშენებლო მასალიანი ტომრებიც იდო.

გამოძიება 240-ე მუხლით  დაიწყო,  რაც უსაფრთხოპების წესების დარღვევას გულისხმობს. სამშენებლო ობიექტებზე  დაზიანების შემთხვევები მიმდინარე წელს რამდენჯერმე დაფიქსირდა. მათ შორის,  კობალაძის ქუჩაზე 23 სართულიან კორპუსში, სადაც  ბაგირის გაწყვეტისას  8 ადამიანი დაშავდა.  


დღის ამბები