პარასკევი 20, სექტემბერი 2019

ოპოზიცია აჭარის საგზაო დეპარტამენტს კორუფციაში ადანაშაულებს

30, ივლისი 2019 17:16:00

ოპოზიცია აჭარის საგზაო დეპარტამენტს კორუფციაში ადანაშაულებს. ნაციონალურმა  მოძრაობამ, აუდიტის ის დასკვნა გაასაჯაროვა, სადაც საუბარია ქობულეთში, ზენითი- ალამბრის საავტმობილო გზის მშენებლობის შესწავლაზე. რეზო ხარაზის მტკიცებით, დეპარტამენტმა პროექტის განხორციელებისას ბიუჯეტს 2 მილიონამდე ზიანი მიაყენა. ხარაზი, დეპარტამენტის ყოფილი უფროსების, არჩილ ჩიქოვანისა და გიორგი რომანაძის სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას არ გამორიცხავს და პროკურატურას დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის წევრის თქმით, დასკვნაში, რომელსაც ხელს მთავარი აუდიტორი აწერს, გაუმჭვირვალე ტენდერებზეცაა საუბარი.


დღის ამბები