30, ივლისი 2019 20:30:00
გოგონები მაღალმთიანი აჭარიდან, რომლებიც ჩინეთში სპორტულ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ. ღონისძიება 2020 წლისთვისაა ჩანიშნული. ქვედა ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო დონის შეჯიბრისთვის ემზადებიან. წარმატებული სპორტსმენების თავდაუზოგავ შრომაზე ეკატერინე ბარამიძე გიამბობთ
მსოფლიო სასკოლო ოლიმპადა, რომელიც ჩინეთში ჩატარდება, მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში გოგონათა შორის, საქართველოდან, სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იასპარეზებს. სპორტსმენებს შორისაა,საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თაკო და მარი რიჟვაძეები, დებთან ერთად ჩინეთში საქართველოს სახელით წარსდგებიან ლიზი რიჟვაძე და ნინო აბულაძეც. მიუხედავად იმისა, რომ საზაფხულო არდადეგებია, ოლიმპიადაზე ტიტულის მოსაპოვებლად გოგონები თავდაუზოგავად შრომობენ.
ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ოზურგეთში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდთან გამარჯვებით მოიპოვა.
სკოლის ბაზაზე არსებულ სპორტის ამ სახეობას ხულოში, ახალგაზრდა სპორტსმენებს მინური რიჟვაძე ასწავლის. 2004 წლიდან დღემდე, 30-მდე ჩემპიონი გაზარდა. წარმატებული მწვრთნელიკი, ყველაზე დიდი მიღწევად მისი მოსწავლის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობასა და გოგონათა გუნდის სასკოლო ოლიმპიადაზე საგზურის მოპოვებას მიიჩნევს.
მაღალმთიანეთის ერთი პატარა სოფლიდან, ოთხი გოგონას ჩინეთში ასპარეზობას სკოლასთან ერთად, მთელი სოფელი ელოდება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელიც ჩინეთში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება, საქრთველოდან ხულოს სკოლის გარდა 6 სკოლის გუნდი მიიღებს მონაწილეობას. აჭარის რეგიონიდან კი მხოლოდ ქვემო ვაშლოვანის სკოლა იასპარეზებს. მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადა სპორტის შვიდ სახეობაში ჩატარდება.