პარასკევი 19, ივლისი 2019

სოციალური დახმარების მოლოდინში

15, იანვარი 2017 11:45:00

სოფელ სიმონეთში მცხოვრები 57 წლის მერი ბეჟანიძე სოციალურ დახმარების აღდგენას ითხოვს. ამბობს, რომ 200 ლარიანი ფულადი შემწეობა, რომელსაც 4 წლის განმავლობაში ღებულობდა შეუწყვიტეს. მიზეზად კი საკუთრებაში არსებული 2 500 კვ. მ მიწა დაუსახელეს. ბეჟანიძის თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას მაშინაც გააჩნდა, როცა  სოციალური დახმარება ჰქონდა. ვარაუდობს, რომ დახმარების შეწყვეტის მიზეზი ვაჟის დაოჯახებაა, რომელიც ამჟამად ბათუმში ქირით ცხოვრობს. თავად კი მარტოხელა და სოციალურად დაუცველია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამოგობაში უქმე დღის გამო, კომენტარი არ გააკეთეს, პირად საუბარში კი განაცახდეს, რომ ყველა ოჯახს სოციალური ფულადი დახმარება შესაბამისი სარეიტინგო ქულის თანახმად ენიშნება.

 


დღის ამბები