01, აგვისტო 2019 20:40:00
ე.წ ჭაობის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე, სააკაძის ქუჩასა და გურამიშვილის შესახვევში ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაგრატიონის შესახვევის, გურამიშვილის ქუჩის, მელიქიშვილის 1-ლი შესახვევის, სააკაძის ქუჩის, ჩოლოყაშვილის 1-ლი და მე-2 შესახვევების კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.