პარასკევი 20, სექტემბერი 2019

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

02, აგვისტო 2019 14:20:00

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. 

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 4 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ, ხოლო  კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს მ.ა.-ს ­­­ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა.


დღის ამბები