02, აგვისტო 2019 21:20:00
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „ქრონიკული დაავადებების სამკურნალი მედიკამენტების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მიმდინარეობას იწუნებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იგი ხარვეზებით ხორციელდება. გია დიასამიძის თქმით 200 000- ბენეფიციარზე გათვლილი პროგრამით მხოლოდ 13 000-მა ისარგებლა. მისივე განცხადებით, მოსახლეობა მედიკამენტების 1 ლარად შეძენის შესახებ ინფორმირებული არ არის, ამიტომ საჭიროდ საინფორმაციო კამპანიის გაუმჯობას, მიიჩნევს. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი იმ დაავადებებისა და მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს, რომლითაც ბენეფიციარებმა უნდა ისარგებლონ. აღნიშნული პროგრამით პენსიონერები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული პირები სარგებლობენ.