ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

რა თანამდებობაზე დაინიშნა პირი რომელიც 2007 წელს სტუდენტებს არბევდა

02, აგვისტო 2019 21:25:00

პირი, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ბათუმელ სტუდენტებს არბევდა,  უკვე ერთი თვეა რაც იუსტიციის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. სწორედ დავით ბედიას სახელს უკავშირდება ამავე პერიოდში ტვ 25-ში ნიღბიანების შემოჭრა. დღეს მმართველ გუნდსაც კი უკვირს ეს გადაწყვეტილება.

ადამიანი,  რომელიც 2007 წელს, სტუდენტების დარბევის ორგანიზატორი იყო,  დღეს უკვე იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს. დავით ბედია მაშინ აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი გახლდათ. სწორედ მისი ბრძანებით დაარბიეს საპროტესტო აქცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  საქმე ძალოვანების მიერ დღემდე გამოუძიებელია.

ამავე პერიოდში, ნიღბიანები „TV25“-შიც შემოიჭრნენ და არხიდან გადამცემი აპარატი წაიღეს. შედეგად, არხმა მაუწყებლობა დროებით  შეწყვიტა.  ცნობილია , რომ ამ ჯგუფსაც სწორდე დავით ბედია ხელმძღვანელობდა.  მეტიც, პასუხისგენაში მიცემის ნაცვლად, იგი მოგვიანებით დააწინაურეს და სუს-ის მაღალჩინოსანი გახდა.

აამ ფაქტების  გათვალისიწნებით, ბედიას დაწინაურება მოულოდნელი აღმოჩნდა უმრავლების წევრისთვისაც.  ცოტნე ანანიძე, რომელიც მაშინ ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტი  და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ფიქრობს რომ ბედიას პენიტენციურ დეპარტამენტის უფროსად დანიშვნა, არასწორია.

სინქრონი,,მოძალადე პოლიციელი რომელიც ბიზნესს ატერორებდა,“-  ასე ახასიათებს უფლებადამცველი დავით ბედიას. თამაზ ბაკურიძე მაღალჩინოსნის გადაყენების მოთხოვნით, საპროტექტო აქციებს აანონსებს.

დავით ბედია დღეს იმ სამსახურს ხელმძღვანელობს, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა და სასჯელაღსრულების ყოფილი სამინისტროს ფუნქციებს ასრულებს. ოპოზიცია თვლის რომ დღეისათვის თანამდებობებზე სწორედ  ის პირები ინიშნებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის უკანონო დავალებების შემსრულებლები არიან.

რა ნიშნით მოხდა ბედიას აღნიშნულ პოსტზე დანიშვნა იუსტიციის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. წერილობთ განმარტებაში კი მხოლოდ ის მოგვწერეს, რომ  დავით ბედია დეპარტამენტის უფროსად დაახლოებით ერთი თვის წინ დანიშნა. რაც შეეხება კრიტერიუმებს, წერილში ამაზე არაფერია ნათქვამი.  

 


დღის ამბები