პარასკევი 20, სექტემბერი 2019

აჭარის რეკლამა National Geographic-ზე გადის

05, აგვისტო 2019 11:27:00

BBC-ის, Euronews-ისა და Deutsche Welle-ს შემდეგ აჭარის საიმიჯო რგოლებს წელს პირველად National Geographic-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. რეგიონის სატელევიზიო რეკლამა პოპულარულ სამოგზაურო არხზე დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ლატვიასა და ესტონეთში გადის. 

 

"ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის რეკლამირება ისეთ პოპულარულ სამოგზაურო მედიაპლატფორმაზე, როგორიცაა National Geographic რა თქმა უნდა საქართველოს დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს" - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.

 


დღის ამბები