05, აგვისტო 2019 21:30:00
კიდევ ერთი უბედური შემთხვევა. ამჯერად ფაქტი კვარიათში მოხდა. ზღვაში 25 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. კაცმა საშტორმო მდგომარეობის გამო ზღვიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. გარდაცვლილი სავარაუდოდ ტურისტია. იგი მაშველებმა წყლიდან უგონო მდგომაროებაში მყოფი გამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.