05, აგვისტო 2019 20:55:00
სამშენებლო კომპანია „შენი სახლის“ მეპატრონეები კომპანიის ყოფილ დირექტორს ტყუილში ადანაშაულებენ. მათი თქმით, შიდა ხელშეკრულებით გაფორმებული ფართები,ზაურ გოგიტიძემ სხვა პირებზე რამდენჯერმე გაყიდა. მოქალაქეები საცხოვრებელ ფართებს ან ფულად კონპენსაციას ითხოვენ. დაზარალებულები პროკურატურას საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.