05, აგვისტო 2019 21:00:00
სახალხო დღესასწასული აურზაურის ფონზე. შუამთობა წელსაც დაპირისპირებების ფონზე გაიმართა. ზეიმის პარარლელურად ტერიტორია საპროტესტო აქციის ადგილად იქცა. „გახარია წადი“ - ტრანსფარანტები საკურორტო ზონაშიც გამოჩნდა.
შუამთობაზე, ტრადიციულად სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ჩატარადა შეჯიბრი ჭიდაობასა და სხვადასხვა სახეობებში.
სახალხო დღესასწაულზე ვიზიტად მყოფმა პრემიერ - მინისტრი ადგილობრივებს ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციას კიდევ ერთხელ დაჰპირდა. მამუკა ბახტაძემ აჭარის მთიანეთის გაზიფიკაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის, ხულო -ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციის დაპირებას ადგილობრივები უარყოფითად აფასებენ.
საზეიმო ღონისძიების პარალელურად აქცია „გახარია წადი“ გაიმართა. ოპოზიცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვდა,თუმცა მათ ბახტაძესთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია.
წესი არც ამჯერად დაირღვა - დღესასწაულზე ახალდაქორწინებულები მივიდნენ. სახალხო დღესასწაული შუამთობა „ბეშუმში“ ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება.