ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - საზარელი ავარია

05, აგვისტო 2019 22:30:00

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. "რეგინფოს" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

ერთი დაშავებული, მიკროავტობუსის მძღოლი, ახალქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილები, რომლებიც განძიდან არიან, „ფოლკსვაგენ ჯეტაში“ ისხდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


დღის ამბები