07, აგვისტო 2019 20:55:00
მემთეური ქალები მაღალმთიანი აჭარიდან. გიყვებით, ბეშუმში მცხოვრები აიშეს, კიდევ ერთი აიშეს , მაყვალას და თამარის ყობველდღიურობაზე. როგორია შრომატევადი საქმიანობის სირთულეები და რა მოწონთ მათ ასაკოვან ქალებს მემთეურობაში? ეკატერინე ბარამიძის სიუჟეტიოდან გაიგებთ
ზაფხულის დადგომასთან ერთად, აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ქალები, საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ და ძროხების გამოსაკვებად მთებზე ინაცვლებენ. აქ ერთმანეთის მიყოლებით, ორსართულიანი შენონებია, სადაც პირველ სართულზე ბოსელი, მეორეზე კი საცხოვრებელი სახლებია. მემთეური ქალების დღე ადრე დილით, რძის დამუშავებით იწყება და გასაყიდი თუ პირადი მოხმარების სანოვაგეც კარაქით, ყველითა და ყურუთით ყოველდღიურად ივსება.
მემთეურებს შორისაა სოფელ ქედლებში მცხოვრები აიშე თაფლაძეც. იგი ამ საქმეს თითქმის 25 წელია ეწევა. ამბობს, რომ შრომატევადი საქმე მემკვიდრეობით ერგო. მსხვილფეხა რქოსანის გამოკვება და რძის გადამუშავება მის უცვლელ ყოველდღიურობად ორ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ იქცა.
მემთეურების თქმით, რძის პროდუქტებიდან, ყველაზე შრომატევადი კარაქის დამზადებაა. თამარ ცეცხლაძე ტრადიციული წესით გაკეთებულ კარაქს დასთან ერთად საგულდაგულოდ რეცხავს და მემთეურიქალების რთულ ყოფაზე გვესაუბრება. ამბობს, რომ ახალი თაობა განათლების მიღებასა და საცხოვრებლად ქალაქში გადასვლას ირჩევს, რასაც მიესალმება. ამბობს, რომ სირთულეებიდან გამომდინარე მთასა და სოფლებს მხოლოდ მოხუცები შემორჩა.
მემთეურების დასახლებებში, სახლებთან ახლოს ორღობებეში, თითქმის ყველგან კარტოფილია გაშენებული. მესაქონლეობასთან ერთად, მთაში ასულ ქალებს გასაყიდად კარტოფილიც გამოჰყავთ. მაშინ, როცა საოჯახო სამზადის სრულდება, სამუშაოდ სახლებიდან ღია გრუნტში ინაცვლებენ.
აჭარის მაღალმთიანეთში მემთეურობას, ძირითადად ასაკოვანი ქალები ეწევიან. მუდმივ საცხოვრებელ სახლებს მაისში ტოვებენ და იალაღზებზე სექტემბრის ბოლომდე რჩებიან.