08, აგვისტო 2019 11:59:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში აგვისტოს ომში დაღუპული 5 ჯარისკაცის სახელობის მემორიალი მოეწყო. ხუთივე გმირი, რომელიც მემორიალზეა გამოსახული ერთი სოფლიდან იყვნენ.
ცნობისთვის, 2008 წლის 8 აგვისტოს მოვლენების დროს აჭარიდან 16 ჯარისკაცი გარდაიცვალა, დაღუპულთა შორის ათი ქობულეთელია.
- კაპრალი ვაჟა შაინიძე 23-ე ბატალიონის მე-2 ბრიგადის ჯარიკაცს სამხედორ სამსახურში მუშაოების 12 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ვაჟა შაინიძე საომარი მოქმედებების დროს 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ ყელქცეულში გმირულად დაიღუპა. დარჩა მეუღლე და ერთი შვილი.
- კაპრალი ამირან შაინიძე 2008 წლის 8 აგვისტოს ერგნეთში რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს სამხედრო ტექნიკის დაიბომბვისას დაიჭრა. დაჭრილი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ახალგაზრდა კაპრალი გარდაიცვალა. ამირან შაინიძეს დარჩა მეუღლე და ორი ქალიშვილი.
- 20 წლის 23-ე ბატალიონის კაპრალი ავთანდილ ქამაშიძე სოფელ შინდისთან საომარი მოქმედებების დროს საავიაციო ჭურვმა იმსხვერპლა.
- 34 წლის უმცროსი სერჟანტი – ედნარ დიასამიძე 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცს სამხედრო სამსახურში მოღვაწეობის 16 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. დაღუპულ უმცროსს სერჟანტს მეუღლე ორი მცირეწოვანი შვილი დარჩა.
- 26 წლის სერჟანტი ომარ ასლანიძე 2008 წელს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს იბრძოდა, ახალგაზრდა სერჟანტი ზემო ნიქოზში გმირულად დაღუპა.
- 20 წლის კაპრალი – თენგიზ ჭაღალიძე 2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. იგი სკოლის დასრულების შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახური ბათუმში გაიარა, რამდენიმე თვე კოდორის ხეობაშიც იმსახურა. თენგიზ ჭაღალიძე მეხუთე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა.
- 23 წლის კაპრალი გიორგი ქათამაძე 2008 წელს ცხინვალის დაბომბვისას დაიღუპა. მე-5 ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი სამედიცინო დახმარებას უწევდა დაჭრილ სამხედროებსა და მოსახლეობას. გიორგი ქათამაძეს დარჩა მეუღე და 2 მცირეწლოვანი შვილი.
- 35 წლის კაპრალი – რაულ მჟავანაძე 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა. მე–4 ბრიგადის ჯარიკაცს სამხედრო სამსახურში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. რაულ მჟავანაძეს დარჩა 3 თვის ფეხმძიმე მეუღლე, გარდაცვალებიდან 6 თვეში ქვეყანას მისი ქალიშვილი ნინიკო მჟავანაძე მოევლინა. დაღუპულ ჯარისკაცს, ასევე, ჰყავს დედა და 3 ძმა. მამა, რაულის დაღუპვიდან 1 წლის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა. რაულის ძმა, გოგიტა მჟავანაძე ძმის ნაკვალევს გაჰყვა.
- 26 წლის კაპრალი – გიორგი შაინიძე 2008 წლის 8 აგვისტოს სოფელ ნიქოზთან გმირულად დაეცა. 2003 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ სამხედრო სამსახური კომანდოს ბატალიონში გააგრძელა. ჯარისკაცს მონაწილეობა აქვს მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში.
- 25 წლის კაპრალი გიორგი ქათამაძე - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანი. 1985 წლის 12 მარტი. ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი ოჩხამური. ერთ-ერთი პირველი დაიღუპა ცხინვალის დაბომბვისას. მედიკოსი იყო და დაჭრილ სამხედროებს, ასევე მოსახლეობას ეხმარებოდა.
Tags:
გაზიარება
34