08, აგვისტო 2019 18:30:00
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 5 გმირის ამირან შაინიძის, ომარ ასლანიძის, ვაჟა შაინიძის, გიორგი შაინიძისა და გიორგი ქათამაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა სოფელ ცეცხლაურში მოეწყო.
მემორიალური დაფა ცეცხლაურში ქველმოქმედების შედეგად აღიმართა. ინიციატივა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ეკუთვნით, რაშიც მათ მხარდაჭერა მიიღეს.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ქობულეთის მერმა, აჭარის მთავრობის თავმჯომარესთან და მინისტრებთან ერთად პატივი მიაგო.