09, აგვისტო 2019 21:30:00
დაიცავი ძველი ბათუმის წევრებმა დღეს მერიას ოფიციალური წერილით მიმართეს, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ უწყებას, გადაწყვეტილება „ბათუმის რივიერას“ პროექტის სასარგებლოდ არ მიიღოს. წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ იგი ეწინააღმდეგება ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას და საფრთხის წინაშე აყენებს მის ეკოლოგიურ მდგომარეობას. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ამ დროისთვის დოკუმენტს 700 -ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.