შაბათი 24, აგვისტო 2019

საზაფხულო სკოლა და მოსწავლეები აჭარის მთიდან

12, აგვისტო 2019 21:00:00

„გზა ევროპისკენ“ - მაღალმთიან აჭარაში პროექტი დასრულდა. საზაფხულო სკოლა ქედაში, ხულოსა და შუახევში მცხოვრებ ახალგაზრდებზე იყო გათვლილი. რა ცოდნა მიიღეს სხვადასხვა აქტივობებით მოსწავლეებმ ა? ეკატერინე ბარამიძის სიუჟეტიდან გაიგებთ

აჭარის მაღალმთიანეთის სკოლის მოსწავლეებისთვის გათვალისწინებული საზაფხულო სკოლა „გზა ევროპისკენ“ საზეიმოდ დაიხურა. ქედაში,  ხულოსა და შუახევში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპულ ღირებულებებზე, მის მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ლექცია-სემინარები ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგ-სემინარებთან ერთად, სპორტული აქტივობები და შემოქმედებითი ღონისძიბებიც გაიმართა. მოეწყო ხატვის კონკურსი.ტრენერი, რომელიც მთაში მცხოვრებ მოსწავლეებს, ასოცირების ხელშეკრულებით გათვლაისიწინებულ თვითმართველობასა და გენდერულ საკითხებზე ესაუბრებოდა ამბობს, რომ აღნიშნულ თემატიკაზეარაფორმალური განათლება, ევროპული ღირებულებების სწორად გასაგებად და ქათულ რეალობაში დასამკვიდრებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

პროექტი გომარდულში, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ, დაფინასებული პროექტების ფარგლებში, შუახევის ინტელექტკლუბის ორგანიზებით ჩატარდა.  მათი თქმით,  აჭარის მთა იმიტომ შეარჩიეს, რომ აქ  მცხოვრები ბავშვებისთვის მსგავს თემებზე ლექცია-სემინარები თუ ტრენინგები ნაკლებად ტარდება.

პროექტის ავტორი და საზაფხულო სკოლის მენეჯერის საზაფხულო სკოლის მუშაობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ - „ გზა ევროპისკენ“  განათლებაზე გადის.

პროექტი აჭარის განათლების სამინისტრომ 12 ათასი ლარით დააფინანს და მასში  მონაწილე 21 მოსწავლე, კონკურსის წესით შეირჩა. სკოლის დასასრულს, საზეიმოდ შეჯიბრებებში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და საჩუქრები გადაეცა. დაურიგდათ სერთიფიკატები.

 


დღის ამბები