ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა

12, აგვისტო 2019 20:35:00

ბათუმში  თაფლის ფესტივალი გაიმართა. ბულვარში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 40-ზე მეტმა მეფუტკრემ მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, როგორც კლასიკურ საფუტკრეში, ისე ჯარას მეურნეობაში მიღებული თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტების ნაირსახეობა. კომპანიებისა თუ საოჯახო მეურნეობების წარმომადგენლები სტუმრებს დეგუსტაციასა და სხვადასხვა ტიპის მასტერკლასებს სთავაზობდნენ. ღონისძიება ასევე მოიცავდა გასართობ ღონისძიებებსა და საბავშვო შოუ-პროგრამებს.


დღის ამბები