შაბათი 24, აგვისტო 2019

ანტისანიტარია, წყლით სავსე სარდაფები და გაუსაძლისი სუნი

13, აგვისტო 2019 21:20:00

გამოშვებას ვიწყებთ ტაბისძის ქუჩის 3 ნომერში მცხოვრებლების პრობლებით, რომელსაც კორპუსის წყლით სავსე  სარდაფი ქმნის. ანტისანიტარია და გაუსაძლისი სუნი-    ადგილობრივებს ბოლო თვეა აქტიურად აწუხებთ. ქალაქის თვითმმართველობაში კი ამბობენ,რომ საკითხი იქ მცხოვრებლებმა საკუთარი ძალებით უნდა გადაჭრან.

ანტისანიტარია, წყლით სავსე სარდაფები და გაუსაძლისი სუნი. ასეთი მდგომარეობა ბათუმში ტაბიძის ქუჩის #3 მცხოვრებთ რამდენიმე კვირაა აწუხებთ. ამბობენ, რომ პრობლემა ყოველდღეურად მატულობს. შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ამბობენ, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო გაუსაძლისი სუნი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზეც იგრძნობა, ეზოში გაჩერება კი უჭირთ. მათი თქმით, მდგომარობა განსაკუთრებით რთულდება წვიმიან ამინდში.

ამბობენ, რომ  პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა რაცა  საცხოვრებელი ბინის გვერდით ახალი კორპუსი აშენდა. ეჭვობენ, რომ ახალაშენებული შენობის საკანალიზაციო სისტემის მათ ქსელზე დაერთება მოხდა, შედეგად კი  ცენტრალურ ჭაში გადინება შეაფერხა.

შპს ,,ბათუმის წყლის“ შესაბამისი ბრიგადის მიერ აღნიშნული კორპუსის სარდაფში წყლის ამოტუმბვა მას შემდეგ  მოხდა, რაც ჩვენი გადამღები ჯგუფი დაუკავშირდა.  უწყებაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. პირად საუბარში კი წყლისა და კანალიზაციის ცენტრალური მილის გაუმართავობა გამორიცხეს და აღნიშნეს,  რომ პრობლემა საცხოვრებელი ბინის სარდაფშია და ის ამხანაგობამ უნდა მოაგვაროს.


დღის ამბები