კვირა 18, აგვისტო 2019

რუსები მავთულხლართების მონტაჟს კვლავ აგრძელებენ

14, აგვისტო 2019 21:25:00

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში დაიწყეს ე.წ. სასაზღვრო მავთულხლართების გავლება.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია „ცხელი ხაზი.

“„ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული“ - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მავთულხლართების გასავლებად ძელები 7 აგვისტოს დადგეს.

ავტორი(ები)

122