14, აგვისტო 2019 21:00:00
11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. ქონება მათ დღეს ფიცილურად დაურეგისტრირდათ. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 72 ოჯახმა ისარგებლა. იგი თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი. ღონისძების ფარგლებში გათვალისწინებულია ჯამში 117 სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს და წელს მისი ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია.