15, აგვისტო 2019 15:17:00
რიკოთს უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები ამ წუთებში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
უღელტეხილზე ავარიის გამო, შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლაც.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.