15, აგვისტო 2019 21:15:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. ამჯერად 8 კანდიდატია დარეგისტრირებული. ესენია შოთა ზოიძე, გიორგი კოხრეიძე, შოთა გურაბანიძე, ფირუზ ბოლქვაძე, თინათინ ცისკარაძე, მერაბ წულუკიძე, ირაკლი კიკვაძე და ირმა ზოიძე. ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ, რიგით მესამე კონკურსზე დირექტორი გასაუბრების შემდეგ უნდა აირჩიოს. აქამდე ჩატარებული ორი კონკურსის შედეგად ტელევიზიის ხელმძღვანელი ი ვერ აირჩიეს. ბოლო კონკურსში 2-2 ხმა მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძემ მიიღო. დირექტორობის კანდიდატს საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.