16, იანვარი 2017 08:28:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაბა“ აჭარაში თანაგუნდელების ადგილმონაცვლეობას არ ელოდება. ცენტრალურ ოფისში აღნიშნავენ, რომ რაიონული ორგანიზაციის წევრები პარტიის დატოვებას არ გეგმავენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დარჩენილი გუნდი ერთიანია და ამ ეტაპზე 20 იანვარს ჩანიშნული პარტიული ყრილობისთვის ემზადებიან. აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები ამ ეტაპზე ხულოს საკრებულოდან ფრაქცია ოთხმა წევრმა დატოვა. ისინი გიგი უგულავას გუნდში „ევროპული საქართველო“-ში გადავიდნენ. მეხუთე წევრი, ირაკლი ჯორბენაძე კი პარტიაში რჩება.